ივლისში ევროკავშირიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 14 პროცენტით გაიზარდა!
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის მხოლოდ ივლისის თვეში ევროკავშირიდან 55,480 ვიზიტორი შემოვიდა, ჯამში 7 თვეში (იანვარ-ივლისში) კი 239,715 ვიზიტორი.
ყველაზე მეტი ვიზიტორი პოლონეთიდან, გერმანიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, საფრანგეთიდან და ნიდერლანდებიდან გვსტუმრობდა.
აღსანიშნავია, რომ ევროპელი ვიზიტორები მაღალი დანახარჯებით გამოირჩევიან.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ინფოგრაფიკაში
#ძალაევროპაშია