კამპანიის #ძალაევროპაშია ფარგლებში, 12 ივნისს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ორგანიზებით ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში მოეწყო გამოფენა „საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლები სამეგრელოდან და საბჭოთა რეპრესიები“.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საბჭოთა პერიოდში სამეგრელოში მოღვაწე ცნობილ პირთა საინტერესო ფოტო მასალა, მათი ბიოგრაფიული მონაცემები.

ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად, დაესწრნენ კამპანიის აქტიური მხარდამჭერები სახელოვნებო წრეებიდან: მომღერალი გიორგი უშიკიშვილი, მწერალი პაატა შამუგია, მსახიობები ლაურა რეხვიაშვილი და ზურაბ ანთელავა, ასევე საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეული იმ ოჯახის წარმომადგენლები, ვისაც უშუალოდ შეეხო საბჭოთა ეპოქის რეპრესიები.

2019-06-14T13:09:02+00:00