აქცია #ძალაევროპაშია ამჯერად ქუთაისში გაიმართა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ქუთაისის ოფისის თანამშრომლებმა, ქუთაისის მოსახლეობას ჩვენი კამპანიის ფარგლებში გამოცემული ბროშურები დაურიგეს, სადაც დეტალური და ზუსტი ინფორმაციაა თავმოყრილი ევროინტეგრაციის და ნატოში გაწევრიანების დადებით მხარეებზე.