11 აგვისტოს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინიციატივით, ეროვულ ბიბლიოთეკაში აგვისტოს ომის სახელობის კედელი გაიხსნა. პროექტი “პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან” თანამშრომლობით განხორციელდა და აგვისტოს ომის 10 წლის თარიღს მიეძღვნა. ნახატის იდეასა და შესრულებაზე არტისტმა “გაგოშამ” იმუშავა. კედელი რუსეთ – საქართველოს ომის თემატიკით და სიმბოლოებით არის დატვირთული, რომელიც მნახველს კიდევ ერთხელ შეახსენებს რუსულ ოკუპაციას.