07.05.18 – შეხვედრა სტუდენტებთან
კამპანიის #ძალაევროპაშია ფარგლებში ჩატარდა ღია დისკუსია თემაზე “რას გვაძლევს ევროპა, ნატო და რას გვართმევს რუსეთი.” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ “ლიგამუსში” სტუდენტებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, “საზოგადოება და ბანკების” ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე და “ატლანტიკური საბჭოს” თავმჯდომარე დავით სიხარულიძე შეხვდნენ.