კამპანიის „ძალა ევროპაშია“ ფარგლებში „ევროპის დღეები 2018“ აღინიშნება

ზუგდიდში, საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე „ევროინტეგრაცია და ანტიდასავლური პროპაგანდა“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა და დაინტერესებულმა პირებმა. მათ მიიღეს ინფორმაცია კამპანიის „ძალა ევროპაშია“ შესახებ და სპიკერებთან ერთად ისაუბრეს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე. საუბარი შეეხო რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც.

ღონისძიება გაიმართა „ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში და მისი მიზანია კამპანიის „ძალა ევროპაშია“ შესახებ სტუდენტებისა და დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, რათა შემუშავდეს ერთობლივი გეგმა, როგორ ვებრძოლოთ რუსულ პროპაგადას და რუსული ნარატივის მატარებელ სტერეოტიპებს. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ კითხვები დაუსვან გამომსვლელებს და მათთან ერთად განიხილონ ევროინტეგრაციის პროცესის დადებითი მხარეები და მასთან არსებული გამოწვევები.

2018-05-04T18:20:41+00:00