„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ უერთდება კოალიციას „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ და იწყებს კამპანიას „ძალა ევროპაშია“. კამპანიის პრეზენტაცია გაიმართება 5 მაისს, 16 საათზე, სასტუმრო რუმს თბილისში (დარბაზი „გარდენ ჰოლი“). პრეზენტაციაზე მოწვეულები არიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი პირები.

პრეზენტაციაზე კოალიციის წევრები სტუმრებს წარუდგენენ კამპანიის „ძალა ევროპაშია“ მიზნებსა და კონცეფციას. იგეგმება საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე პირის სიტყვით გამოსვლაც.

კამპანია „ძალა ევროპაშია“ პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც მცდარი სტერეოტიპების არსებობას უკავშირდება. იგულისხმება, არასწორი ინფორმაცია და რუსული ნარატივის მქონე გზავნილები. კოალიციას მიაჩნია, რომ აუცილებელია არა მხოლოდ მესამე სექტორი, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქე გაერთიანდეს ევროპული ღირებულებების სასარგებლოდ.   ამიტომ, კამპანია მიზნად ისახავს, უზრუნველყოს აქტივობებში რაც შეიძლება ბევრი ადამიანის ჩართვა, რათა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის გახდეს ხელმისაწვდომი ინფორმაცია ევროინტეგრაციის შედეგებისა და დადებითი მხარეების შესახებ.

2018-05-04T18:13:27+00:00