15 დეკემბერს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინიციატივით კამპანია #ძალაევროპაშია და მასში ჩართული ქართველი არტისტების განწყობები გავაცანით ამერიკელ და ევროპელ დიპლომატებს, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ როს ვილსონს და ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს.
შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ სახელოვნებო წრეების წარმომადგენლები, ის ადამიანები, ვინც ჩვენი კამპანიის იდეა გაიზიარა და გვერდში დაგვიდგა მისი განხორიელების პროცესში.