ჩვენი კამპანიის ფარგლებში დღეს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთის საჯარო სკოლას ვეწვიეთ.
მოსწავლეებს ვესაუბრეთ საქართველოს ევროპული არჩევანის უპირატესობებზე. ასევე, გავაცანით საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის და დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერის დიომიდე თოფურიძის ბიოგრაფია, რომელიც სწორედ ამ სოფელში ხეთაში დაიბადა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 100 წლის წინ ქართული სახელმწიფოს ფორმირებაში.