განვაგრძობთ აქციას #ძალაევროპაშია. დღეს თბილისის მოქალაქეებს გავაცანით ჩვენი კამპანიის მიზნები, დავურიგეთ “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” და “კოალიცია ევროატლანტიკური საქართველოსთვის” ერთობლივად მომზადებული ბროშურები, საიდანაც მოქალაქეები მიიღებენ სწორ და დეტალურ ინფორმაცია საქართველოს ევროინტეგრაციის დადებითი მხარეების შესახებ.
კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას, ევრო-ატლანტიკურ პოლიტიკურ და უსაფრთხოების გაერთიანებებში ინტეგრაციისა და ქვეყნის განვითარებულ სამყაროსთან დაახლოების დადებითი მხარეების შესახებ, უზრუნველყოს საზოგადოების მეტი ჩართულობა დასავლური ღირებულებების პოპულარიზაციის პროცესში.