კონკურსი ჟურნალისტებისთვის
კამპანია „ძალა ევროპაშია“ ფარგლებში „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“ და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს ერთობლივ კონკურსს ჟურნალისტებისთვის.
კონკურსის გამარჯვებულს გადაეცემა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ დაწესებული ფულადი პრიზი 1000 ლარის ოდენობით.
პრიზის მფლობელი შესაძლებელია გახდეს ნებისმიერ ფორმატში მომზადებული მასალა (მედია პროდუქტი) ისეთ საკითხებზე, როგორიც არის:
? საქართველოს ევროინტეგრაცია;
? ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია;
? ევროპული სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობა სხვადასხვა სფეროში;
? ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;
? რუსული პროპაგანდის გამოვლენა;
? საქართველოსა და ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობები;
მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ პროდუქტი, რომელიც 2017 წლის 1 დეკემბრიდან 2018 წლის 25 ნოემბრამდე პერიოდში გამოქვეყნდა.
პროცედურებისა და შერჩევის კრიტერიუმების შესახებ, დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: https://bit.ly/2yNYitR