“ძალა ევროპაშია” კამპანიის მონაწილეების შეხვედრა ქედას მოსახლეობასთან
22 ივლისს, კამპანიის “ძალა ევროპაშია” ფარგლებში, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და კოალიცია “ევროატლანტიკური საქართველოსთვის” წარმომადგენლები ქედის სოფელ კვაშტას მოსახლეობას შეხვდნენ. კამპანიის მონაწილეებმა სოფლის მაცხოვრებლებთან უშუალო დისკუსიები გამართეს ევროინტეგრაციის საკითხებზე.