22 ივლისს, კამპანიის “ძალა ევროპაშია” ფარგლებში, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და კოალიცია “ევროატლანტიკური საქართველოსთვის” წარმომადგენლები ქედის სოფელ კვაშტას მოსახლეობას შეხვდნენ. კამპანიის მონაწილეებმა სოფლის მაცხოვრებლებთან უშუალო დისკუსიები გამართეს ევროინტეგრაციის საკითხებზე. მოსახლეობას მეტი ინფორმაცია მიაწოდეს ევროკავშირსა და ნატოში გაერთიანების დადებით მხარეებზე, თუ რა უპირატესობა აქვს ევროპულ ინტეგრაციას საქართველოსთვის და ამავე დროს, რა საფრთხეების შემცველია გააქტიურებული რუსული პროპაგანდა. კოალიციის წევრებთან ერთად, ქედაში მოსახლეობას ფოლკლორისტი და მომღერალი გიორგი უშიკიშვილი და თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე შეხვდნენ. მათ საკუთარი პროფესიის და პირადი გამოცდილების ჭრილში გაუზიარეს მოსახლეობას იდეები ევროპულ არჩევანთან დაკავშირებით. სოფლის მაცხოვრებლებმა, თავის მხრივ, ისაუბრეს საკუთარ მოსაზრებებზე ევროინტეგრაციის შესახებ, მათ სოციალურ პრობლემებზე და რეგიონში მიმდინარე აქტუალურ პროცესებზე.

 

2018-08-15T15:57:57+00:00