?კამპანია „ძალა ევროპაშია“ფარგლებში, შეხვედრები რეგიონების მოსახლეობასთან გრძელდება!
?ამჯერად, კოალიაცია “ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და კამპანიის მხარდამჭერები, მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი და სცენარისტი გიორგი ჯანელიძე რაჭას ეწვივნენ.
?კამპანიის მონაწილეებმა მაცხოვრებლებთან უშუალო დისკუსიები გამართეს ევროინტეგრაციის საკითხებზე. მოსახლეობას მეტი ინფორმაცია მიაწოდეს ევროკავშირსა და ნატოში გაერთიანების დადებით მხარეებზე, თუ რა უპირატესობა აქვს ევროპულ ინტეგრაციას საქართველოსთვის და ამავე დროს, რა საფრთხეების შემცველია გააქტიურებული რუსული პროპაგანდა.