კამპანიის „ძალა ევროპაშია“ ფარგლებში „ევროპის დღეები 2018“ აღინიშნება

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ევროინტეგრაციის თემაზე ღია დისკუსია გაიმართა. შეხვედრას „ევროკლუბისა“ და ბათუმის „საზოგადოებრივი აკადემიის“ წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ კოალიციის „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ წარმომადგენლების გამოსვა და მათთვის კითხვებიც დაესვათ. შეხვედრა ღია დისკუსიის ფორმატში წარიმართა.

ღონისძიება „ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანია კამპანიის „ძალა ევროპაშია“  შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, რათა შემუშავდეს ერთობლივი გეგმა, როგორ ვებრძოლოთ რუსულ პროპაგადას და რუსული ნარატივის მატარებელ სტერეოტიპებს.

2018-05-04T18:22:55+00:00