კამპანიის „ძალა ევროპაშია“ ფარგლებში „ევროპის დღეები 2018“ აღინიშნება

ბათუმის „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“ კოალიციის „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ წარმომადგენლები ჟურნალისთა სახლის მოხალისეებს შეხვდნენ. კოალიციის სპიკერებმა აუდიტორიას გააცნეს კამპანიის „ძალა ევროპაშია“ მიზნები და სამომავლო გეგმები. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და რუსული პროპაგანდაც. აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, სპიკერებისთვის კითხვები დაესვა და შეხვედრა ღია დისკუსიის ფორმატში წარიმართა.

შეხვედრა ჩატარდა „ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში და მისი მიზანია კამპანიის „ძალა ევროპაშია“ შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, რათა შემუშავდეს ერთობლივი გეგმა, როგორ ვებრძოლოთ რუსულ პროპაგადას და რუსული ნარატივის მატარებელ სტერეოტიპებს.

2018-05-04T18:21:51+00:00